Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე რესპუბლიკური სემინარი პორტრეტის ფუნქცია მხატვრულ ტექსტში

                             (ეძღვნება პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილის ხსოვნას)

10-11 ოქტომბერი, 2023 წელი

ახალგაზრდა მეცნიერთა სემინარის ორგანიზატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.

ხელმძღვანელი - პროფესორი ირმა რატიანი.

პროფესორ თენგიზ კიკაჩეიშვილისადმი მიძღვნილი ახალგაზრდა მეცნიერთა სემინარი დაფუძნდა 2021 წელს და ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. ის თემატურია და ეძღვნება თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობით გამოწვევებს. 

სემინარში მონაწილეობისათვის ვიწვევთ: სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის, ასევე საბაკალავრო საფეხურის მე-4 კურსის სტუდენტებს.

2023 წელს სემინარის თემაა: პორტრეტის ფუნქცია მხატვრულ ტექსტში.

აღნიშნული თემის ფარგლებში, იმუშავებს შემდეგი სექციები:

  • პორტრეტის გენეზისის საკითხისათვის (ფერწერა და ლიტერატურა);
  • პორტრეტი, როგორც სიუჟეტის/ექსპოზიციის ნაწილი;
  • პორტრეტი, როგორც მხატვრული სახე;
  • პორტრეტი თანამედროვე მწერლობაში;

 

შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და მოხსენების თეზისი გამოგზავნეთ 2023 წლის 24 აპრილიდან  23 ივნისამდე ელ. მისამართზე: info.youthseminar@gmail.com

თეზისის მოცულობა 200-250 სიტყვა. შრიფტი Sylfaen, ზომა – 11, ინტერვალი – 1.5;

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ თანდართულ დოკუმენტად.

მოხსენებათა თეზისებს შეარჩევს სემინარის სამეცნიერო საბჭო. შედეგების შეტყობინების ბოლო ვადაა - 2021 წლის 14 ივლისი.

შერჩეული მონაწილეები თავისუფალნი არიან სარეგისტრაციო გადასახადისაგან.

ქვეყნის რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ სემინარის მუშაობაში ჩაერთონ ონლაინ ფორმატის საშუალებით.

 

 

სემინარის სამეცნიერო საბჭო:

პროფ. ირმა რატიანი

პროფ. ნანა გაფრინდაშვილი

ასოც. პროფ. გაგა ლომიძე

ასოც. პროფ. ეკატერინე ნავროზაშვილი

ასისტ. პროფ. ანა ლეთოდიანი (პროექტის კოორდინატორი)

ასისტ. პროფ. სოლომონ ტაბუცაძე

ფ. დ. ირაკლი ხვედელიძე

                                            

სემინარის საორგანიზაციო კომიტეტი:

თეა თალაკვაძე

გუბაზ ლეთოდიანი  

ლილი მეტრეველი

თათია ობოლაძე

ნინო მალუტაშვილი

არჩილ წერედიანი

მარიამ გიორგაშვილი

ირინა კომახიძე

 

სემინარის სამეცნიერო საბჭოს მიერ საუკეთესოდ მიჩნეული მოხსენებები დაიბეჭდება ელექტრონულ ჟურნალში - „სტუდენტური კვლევები“, აგრეთვე, რიგ მოხსენებებს რეკომენდაცია მიეცემათ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის პრესტიჟულ გამოცემებში - „კრიტიკა“, „ლიტერატურული ძიებანი“,  და „Litinfo“ (ინგლისურენოვანი ონლაინ ჟურნალი).

 

სარეგისტრაციო ფორმა